ABOUT

რა არის და როგორ გაჩნდა FORWARD-ი?

FORWARD-ი ახალი სივრცეა, რომელიც Marketer.ge-ს ეკუთვნის და 2014 წლიდან მარკეტინგის სფეროში მოღვაწე საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს.

მისი შექმნის იდეა ბიზნეს სამყაროსთან და მასში დასაქმებულ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობის  შედეგად გაჩნდა. ფორვარდის პირდაპირი ანალოგი არ არსებობს, ის სრულიად ახალი და უნიკალური სივრცეა.

ჩვენი მიზანია, სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობით ხელი შევუწყოთ ფორვარდელების ცოდნის და გამოცდილების განვითარებას, ასევე მასში გაერთიანებულ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა განახორციელონ საკუთარი პროექტები.

FORWARD Academy

2015 წლის აგვისტოში ფორვარდის საქმიანობა გაფართოვდა, ჩვენ ქართველ ბიზნეს პროფესიონალებს უმაღლესი დონის საგანმანათლებლო კურსები შევთავაზეთ. პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ჩატარდა Marketing Strategy კურსი და გაფორმდა ექსკლუზიური ხელშეკრულება დავით გოგიჩაიშვილთან, რომელიც კითხულობს “ადამიანების მენეჯმენტის” კურსს.[დეტალურად]